| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიკი ივერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ყირიმი. 1920 წლის დასაწყისში ოჯახი ემიგრაციაში გაემგზავრა დუბროვნიკში (სერბიის სამეფო, ახლანდ. ხორვატია), შემდეგ – ლონდონში. გაიანე, რომელმაც სამსახიობო შემოქმედების ფსევდონიმად მიკი ივერია აირჩია, 30-ზე მეტ კინოფილმსა და სერიალში გადაიღეს, უკანასკნელი როლი კი 75 წლის ასაკში შეასრულა ("ცეკვა უცნობთან", 1985). ძირითადად, მონაწილეობდა კრიმინალურ დრამებსა და თრილერებში. ცნობილ მიუზიკლში "მევიოლინე სახურავზე" (1971; სამი "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი") შეასრულა ბესის ეპიზოდური როლი. გამოსცა მოგონებების წიგნი, აგრეთვე "Maltese Dogs – The Jewels of Women" (1980), რომელიც მალტეზეს ჯიშის ძაღლებს ეხება. ქართული წარმომავლობის ინგლისელი მსახიობი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

