| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ბაგრატიონი-დადიანი![]()
Biographyელენე დედოფალი იყო ასული ქართლის მეფის სვიმონ მეორისა (1619-163I) და მეუღლე ვამეყ III დადიანისა (1658- 1661). მეცნიერთა ნაწილი ამ მანდილოსნის სახელს უკავშირებს "რუსუდანიანის" დაწერას. ხელნაწერის X კარის სათაურის წარწერაა: "აქა მეათე ძმის ფირანის სათქვამი, ანბავი შამას ხელმწიფის ბანარზისა და გლახისათვის. საუკუნომცა არს სახსენებელი დედოფლის ელენესი. ამინ". ელენე დედოფალი ჩანს ზოგიერთ სხვა ნუსხაშიც. ვარაუდობენ, რომ ამ ელენეს სახელი დართული ჰქონია "რუსუდანიანის" თავდაპირველ ნუსხას, რომლიდანაც მერე ის სხვებშიც გადასულა. სხვა რაიმე მყარი საბუთი "რუსუდანიანის" ელენე დედოფალთან დასაკავშირებლად არ მოიპოვება. "რუსუდანიანთან" ერთგვარი კავშირი უნდა ჰქონდეს როდამ ფაღავასაც; ერთ-ერთ ხელნაწერში იკითხება მისი სახელი ("ღმერთო, წარუმართე ფაღავას ქალს როდამს"). დადიანთა კარი მწიგნობრობის მძლავრ კერას წარმოადგენდა. "რუსუდანიანის" იქ შექმნა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მის ლიტერატურულ ტრადიციებს. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.93-94
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

