The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისაკ ევანგულოვი

დაბადების თარიღი:1814
გარდაცვ. თარიღი:1875  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაიბადა სომეხი აზნაურის ოჯახში.

მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში, 1857-1859 და 1850-1964 წლების კამპანიებში; 1862 წელს მაიორის ჩინით მსახურობდა კავკასიის არმიის სარდალთან, შტაბ-ოფიცრად; 1865 წლის 4 აპრილს - პოდპოლკოვნიკი; 1868 წლის 31 მარტს - პოლკოვნიკი; 1874 წელს - საგანგებო დავალებების ოფიცერი კავკასიის არმიასთან; მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ შტაბში, ირიცხებოდა საარმიო ქვეითებში, მოგვიანებით კი საარმიო კავალერიაში. სამხედრო სამსახურიდან გადადგა 1874-1875წწ. მიღებული აქვს სპარსეთის ლომის და მზის III ხარისხის ორდენი ალმასებით (1864). გენერალ-მაიორის ჩინით. გენერალ-მაიორი (1860).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1863 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (იმპერატორის გვირგვინით)
  • 1862 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1861 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაფთით)
  • 1857 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1856 - ოქროს იარაღი
    25 წლის სამსახურისთვის

გააზიარე: