The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მინაშვილი

ირაკლი მინაშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1957  (69 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის ფიზიკის ფაკულტეტი 1979 წელს.

იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში; 1980–1995წწ. მონაწილეობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტისა და ქ. პროტვინოში (ორივე რფ) მდებარე 76-გიგაევიან პროტონულ სინქროტრონულ ამაჩქარებელზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში; 1995 წლიდან თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებთან (მ. შ.: DESY, გერმანია; INFN, იტალია; ათენის უნ-ტი; Blaise Pascal University, საფრანგეთი; CERN, ბირთვული კვლევების ევრ. ცენტრი, შვეიცარია);
მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მათი დეტექტირების მეთოდები და დანადგარები; მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნიტური და ადრონული კალორიმეტრების პროექტირებასა და შექმნაში; 1995 წლიდან მუშაობს დეტექტორ "ატლასის" შექმნის პროგრამაში, ცერნის დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე; 2007 წლიდან არის ამ დეტექტორის ადრონული ტაილ-კალორიმეტრის მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის კოორდინატორი; "ატლასის" ექსპერიმენტში ხელმძღვანელობს საქართველოს კლასტერს; 2015 წელს მიღებული აქვს ATLAS-ექსპერიმენტის ჯილდო გამორჩეული მიღწევებისთვის (ნაშრომი "დაბალი ძაბვის წყაროების სტაბილურ ფუნქციონირებასა და ადრონული კალორიმეტრის დეტექტორზე არსებული ელექტრონიკის დახვეწა"); გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - საქართველოს ეროვნული პრემია (ფიზიკა–მათემატიკის დარგში)

გააზიარე: