The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მინდაძე

ალექსანდრე მინდაძე
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1949  (77 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1972 წელს.

მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "სიტყვა დაცვისათვის" (1977; იმავე წელს საკავშირო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის; სსრკ ლენინური კომკავშირის პრემია, 1979), "მოსახვევი" (1978), "მელიებზე ნადირობა" (1980), "გაჩერდა მატარებელი" [1982, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის; ძმები ვასილიევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია, ორივე 1984], "პლანეტების აღლუმი" (1984), "პლუმბუმი, ანუ სახიფათო თამაში" (1986; იმავე წელს სენატის ოქროს მედალი ვენეციის საერთაშ. კინოფესტივალზე), "მსახური" (1988; რუსეთის კინოაკადემიის პრემია "ნიკა" საუკეთესო სცენარისთვის, 1989; სსრკ სახელმწ. პრემია), "პიესა მგზავრისთვის" (1995; იმავე წელს – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ვერცხლის დათვი"), "ჟამი მოცეკვავისა" (1997; რუსეთის კინომცოდნეთა და კინოჟურნალისტთა პრემია "ოქროს ვერძი", პრემია "ნიკა" საუკეთესო სცენარისთვის, ორივე 1997; ყველა ფილმის რეჟ. ვ. აბდრაშიტოვი), "მამუკა" (ა. გრებნევთან ერთად, რეჟ. ე. გინზბურგი, 2001), "ტრიო" (რეჟ. ა. პროშკინი, 2003), "მაგნიტური ქარიშხლები" (რეჟ. ვ. აბდრაშიტოვი, 2003; იმავე წელს პრემია "ოქროს ვერძი", პრემია "ნიკა" საუკეთესო სცენარისთვის), "კოსმოსი, როგორც წინათგრძნობა" (რეჟ. ა. უჩიტელი, 2005; იმავე წელს პრემია "ოქროს ვერძი" და "ოქროს არწივი" საუკეთესო სცენარისთვის) და სხვ. როგორც რეჟისორმა საკუთარი სცენარებით გადაიღო ფილმე­ბი: "განტვირთვა" (2007; იმავე წელს რუსეთის კინომცოდნეთა და კინოკრიტიკოსთა გილდიის პრემია "თეთრი სპილო" საუკეთესო სცენარისა და სარეჟისორო დებიუტისთვის), "შაბათ დღეს" (2010; პრემია "ოქროს არწივი", 2011), "საყვარელი ჰანსი, ძვირფასი პიოტრი" (2015; პრემია "ოქროს არწივი", 2016; პრემია "ნიკა" საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის და სცენარისთვის; რუსეთის კინომცოდნეთა და კინოჟურნალისტთა ეროვნული პრემია "თეთრი სპილო" საუკეთესო ფილმის, სცენარისა და რეჟისურისთვის, ყველა 2016) და სხვ. მიღებული აქვს ეროვნული და საერთაშორისო კინოპრემიები კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კინორეჟისორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1984 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: