| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე დედოფალი![]()
Biography1669 წელს "დიღმის წმიდის გიორგის დეკანოზ-ყოფილმა" ზებედემ "ბრძანებითა პატრონისა დედოფალთ-დედოფლისა ელენესითა" გადაწერა მოზრდილი კრებული – მეტაფრასი, "აქა სრულ იქმნეს შესხმა ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობლისა, ბრძანებითა პატრონისა ჩუენისა დედოფალთ-დედოფლისა ელენესითას და ველითა ფრიად ცოდვილისა და უსწავლელისა დიღმის წმიდის გიორგის დეკანოზ-ყოფილისა ზებედესითა", ასეთი წარწერაა ხელნაწერის არშიაზე. აღნიშნული კრებულის გადაწერისას ზებედეს დიდი შრომა გაუწევია, ბევრი სიძნელე შეხვედრია ("ბევრი ჭირი ვნახე, ამის უწყებად ჩხრეკაშია"). იმავე წელს გადაიწერა კიდევ ერთი კრებული, გადამწერის ანდერძის მიხედვით ამ ხელნაწერის დამკვეთიც ელენე დედოფალია: "დაიწერაი წმიდაი ესე წიგნი.. ბრძანებითა დედუფალთ-დედოფლისა პატრონისა ელენესითა. ახმარნეს ღმერთმან დღეთა სიგრძესა და ჟამთა სიმშვიდესა შინა". 1669 წელს ქართლში მეფობდა ვახტანგ V (1658-1675), რომელსაც ამ დროს ცოლად ჰყავდა მარიამ დადიანი (I605-1682), ხოლო კახეთში არჩილი (1664-1671), რომელმაც 1667 წელს შეირთო თეიმურაზ პირველის შვილიშვილი ქეთევანი. ასე რომ, ელენე დედოფალი რომელი კუთხის გამგებელი იყო, გაურკვეველია. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.94-95
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

