The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ზურაბოვი

Date of birth:1868
Date of death:1918  (at 50 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია 1894 წელს (I თანრიგით).

დაიბადა აზნაურის ოჯახში; ჯარში მსახურობდა 1886 წლიდან; 1895-1900წწ. მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის საპატრონო ქარხნის უფროსის უფროს თანაშემწედ; 1900-1907წწ. - იმავე ქარხნის სახელოსნოების უფროსად; 1906 წლის 7 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1907-1909წწ. იმყოფებოდა თადარიგში; 1909-1910წწ. მსახურობდა იჟევსკის საიარაღო და ფოლადჩამომსხმელი ქარხნების სახელოსნოების უფროსად; 1911-1916წწ. - ლუგანსკის საპატრონო ქარხნის უფროსის თანაშემწედ ტექნიკურ დარგში. სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.65

Awards and Honors

  • 1913 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1911 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: