| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა გაბუნია![]()
ბიოგრაფია1961 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; 1994 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში; 1963 წლიდან თრიალეთში მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა მეზოლითური ხანის ძეგლების შესწავლა. წალკასთან პატარა ხრამის ხეობაში, პირველად საქართველოში გამოვლინდა ძველი ადამიანის მიერ შესრულებული ნაკაწრი ნახატები – პეტროგლიფები; იკვლევდა სამცხე-ჯავახეთში არსებულ ძველი ქვის ხანის ძეგლებს (აშელური ხანიდან მეზოლითური ეპოქის ჩათვლით). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1994). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

