| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნამანევი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით 1968 წელს. 1968-1978 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1978 წელს სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც აქტიურად ჩაება კოსმოსის ათვისების სამეცნიერო კვლევებში. მისი უშუალო შესრულებით დამუშავებული და აგებული იქნა სითხეების თბოგამტარიანობის გაზომის უმაღლესი სიზუსტის დანადგარები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებთან ერთად 1996 წლიდან მუშაობდა "საქენერგოში" საქართველოს მიმდინარე და პერსპექტიული დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელად. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია. ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.365
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

