The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კარგანოვი

დაბადების თარიღი:1835  (191 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა პავლოვსკის კადეტთა კორპუსი 1853 წელს და გენერალური შტაბის აკადემია 1858 წელს.

მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმისა და 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1868 წლისთვის - სამარის 147-ე ქვეითი პოლკის მაიორი; 1870 წლისთვის - ტაშკენტის საორგანიზაციო კომისიის წევრი და ზარავშანსკის ოლქის კატიკურგანტსკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1870 წელს დაინიშნა 34-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად. 1871 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო ჩინი. 1877 წელს დანიშნეს ოხოტსკის 43-ე ქვეითი პოლკის მეთაურად; 1883 წელს ირიცხებოდა გენერალური შტაბის თადარიგში. 1884 წლიდან - პრიამურსკის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1884). 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.68

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1888 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1886 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1873 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1869 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1865 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1855 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: