| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მინორსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ვოლგის კორჩევი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1900 წელს; ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი 1903 წელს. 1903 წლიდან მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (იყო დიპლომატიურ სამსახურში ირანსა და თურქეთში). 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნდა. 1917–1919წწ. ცხოვრობდა ირანში; 1919–1932წწ საფრანგეთში; 1932 წლიდან ინგლისში. თავისი ფუნდამენტური ნაშრომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მ. შ. საქართველოს ისტორიის შესწავლაში; გამოთქვა მოსაზრება წანარების (ერთ-ერთი კახური ტომი) პირველსაცხოვრისის შესახებ. მისი აზრით, ისინი დარიალის კარის რეგიონში სახლობდნენ. იზიარებდა იმ მკვლევართა მოსაზრებას (კ. თუმანოვი, ნ. ბერძენიშვილი, თ. პაპუაშვილი), რომლებიც თვლიდნენ, რომ VIII ს-ში, არჩილის მეფობისას, შაქში (ჰერეთი) დამკვიდრებული სამი ძმა (ქართული წყაროებით, ადარნასე "ბრმის" ძმისწულები) და შემდეგდროინდელი ჰერეთის მთავრები ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს ეკუთვნოდნენ. მან შეისწავლა შირვანისა და დერბენდის ისტორია, სადაც აღნიშნავს, რომ XII ს. დასაწყისიდან XIII ს. 20-იან წლებამდე, შირვანი განიცდიდა საქართველოს პოლიტიკურ გავლენას. შირვანის შაჰები საქართველოს მეფის მორჩილნი იყვნენ, როგორც გიორგი III-ის, ისე თამარის მეფობის დროს. 1937 წლიდან იყო ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. აღმოსავლეთმცოდნე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

