| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლაზარევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა მოსკოვის I სამხედრო გიმნაზია 1876 წელს და ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი 1878 წელს (I თანრიგით). მამასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარების შუა აზიის ლაშქრობაში (ახალ-თექეს ექსპედიციაში) 1879 წელს; მსახურობდა იმპერატორის სახელის ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში; 1881-1884წწ. - ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში იუნკერთა აღმზრდელი-ოფიცერი; 1884-1886წწ. - ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში მე-2 ასეულის აღმზრდელ-ოფიცერი; 1886 წელს - ოფიცერი ელიზავეტპოლის გუბერნიის მაზრის სამხედრო უფროსთან; 1886-1887წწ. - ელიზავეტპოლის მაზრის სამხედრო უფროსი; 1887-1893წწ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, საარმიო კავალერიაში; 1893-1906წწ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან; 1904 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1906-1910წწ. მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან სამხედრო-სახალხო მმართველობაში, დავალებათა გენერლად; საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით; XIXს. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან ცნობილი იყო როგორც ცხენმრეწველი და სპორტსმენი. 25 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის საიმპერატორო საცხენოსნო საზოგადოების უხუცესი და ნამდვილი წევრი, ამ საზოგადოებაში არჩევითი თანამდებობები ეკავა. კენჭს იყრიდა ტფილისის საცხენოსნო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. გენერალ-მაიორი (1910). გენერალ-ლეიტენანტ ივანე ლაზარევის (1820-1879) შვილი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

