The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანახანუმ ერისთავი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Historical Person

Biography

"ბატონ ანახანუმის", ზაალ ერისთავის ასულის დავალებით იესე ჩხეიძემ 1693 წელს გადაწერა სტოდიერი (სტოდიერი (სტუდიური) არის წმინდა თეოდორე სტუდიელის ნაშრომი (Testamentum), რომელიც შედგება ხუთი ნაწილისაგან და წარმოადგენს ბერმონაზვნურ წესდებას. იგი გიორგი ათონელმა თარგმნა, ხოლო ათონელი ზოსიმე ეწეოდა ამ ხელნაწერის გადაწერას). გადამწერი მომგებელს ახსენებს ხელნაწერის ერთ-ერთ გვერდზე: "ქრისტე მფლობელო ყოველთა სუფევათაო, ადიდე შენ მიერითა კურთხევითა ორსავე ცხორებასა შინა ბატონი ანახანუმ და ახმარე სიგრძესა შინა დღეთა წმიდაი ესე და სულთა განმანათლებელი სტოდიერი ესე". ანახანუმი შეიძლება ყოფილიყო მეამბოხე დიდებულის, ზაალ არაგვის ერისთავის (გარდაიცვალა 1661 წელს) ასულად, მაგრამ ასეთი სახელის მატარებელი პირი ზაალის შვილთა შორის თითქოს არ ჩანს.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.98


Share: