The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე მანსვეტოვი

დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1864
გარდაცვ. თარიღი:1918  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის I გიმნაზია; ტფილისის კადეტთა კორპუსი 1885 წელს; ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი 1888 წელს და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია 1898 წელს.

1888 წლიდან მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელ პოლკში; 1898-1902წწ. იყო კანდიდატი სამხედრო მოსამართლის თანამდებობაზე; 1902-1904წწ. თურქესტანის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელი; 1904-1907წწ. თურქესტანის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწე; 1907-1913წწ. თურქესტანის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელი; 1907 წლის 22 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1913-1917წწ. მსახურობდა თურქესტანის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო მოსამართლედ. სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1913). 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.74

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: