The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირანდუხტი

Date of birth:437
Category:Royalty

Biography

ვახტანგ გორგასლის უმცროსი და. ჯუანშერის (XI ს.) ცნობით იგი ვახტანგის დაბადებიდან (431) "მეექუსესა წელსა" დაბადებულა. იმდროინდელ ქართლის სამეფოში არსებული წესის თანახმად, იზრდებოდა "კასპის სპასალარის" ოჯახში. 441 წელს ჩრდილო კავკასიიდან ქართლში შემოსულმა მომთაბარეებმა, რომელთა შორის ოსთა წინაპრებიც იყვნენ, ქართლის მოოხრების შემდეგ კასპიდან სამი წლის მირანდუხტიც გაიტაცეს. ვახტანგ მეფე ძალზე წუხდა მირანდუხტის ტყვეობაში ყოფნას. 447 წელს "კავკასიანნი მეფეთა" და ქართლ-ალბანეთის მარზპანის – ვარაზ-ბაკურის მხედრობასთან ერთად ვახტანგმა ჩრდილო კავკასიაში ილაშქრა და მირანდუხტი ტყვეობიდან გამოიხსნა. 460 წელს, ქართლში ირანელთა ლაშქრობის შემდეგ, საზავო მოლაპარაკებისას ირანის შაჰმა (იგულისხმება პეროზი, 459–484) ვახტანგ მეფეს, თავისი მტრების წინააღმდეგ შემწეობის გარდა, მირანდუხტი სთხოვა ცოლად. ვახტანგი დათანხმდა. შაჰმა ანტიოქიას (ქ. ნისიბინი) აღასრულა "ქორწილი სამეუფო", რომელსაც ვახტანგის დედა – საგდუხტი და "დაჲ ხუარანძეც" დაესწრნენ. 460 წელს შემდეგ მირანდუხტის ბედი უცნობია.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


Share: