| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კესარია დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1983 წელს; პარალელურად დამთავრებული აქვს სპორტული ჟურნალისტიკის განყოფილება-სამკურნალო ფიზკულტურა; საქართველოს კპ ცკ-ს მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1986 წელს; ქალაქ ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საექიმო საქმე 1994 წელს. თბილისის პირველი მედსანნაწილის მეთოდისტი (1980); ამ პერიოდში დაბეჭდა 6 პოპულარული სამედიცინო სტატია (გაზეთი "კომუნიზმისკენ"); მისი სამეცნიერო ნაშრომი სპორტულ მედიცინაში წაკითხულ იქნა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ქ. ტალინში (1983, გამოქვეყნდა კონფერენციის თეზისებში); 1985-1988წწ. მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი-მეთოდისტი; ამავე სამმართველოს კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1994-2005წწ. თბილისის მე-5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი-კარდიოლოგი; 2005-2007წწ. მე-5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; 2007 წლიდან ამავე კლინიკის გენერალური დირექტორი; გავლილი აქვს "ჯანდაცვის მოსამსახურის მენეჯმენტის სრული კურსი". სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში, პირველი კატეგორიის მსაჯი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გახსნის მონაწილე, რისთვისაც დაჯილდოებულია დიპლომით. თერაპევტი, კარდიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.912-913 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

