The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ წიკლაური

ნიკოლოზ წიკლაური
სხვა სახელი:ნუკრი წიკლაური
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1962
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1993  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1980-1982წწ. მსახურობდა სამხედრო სავალდებული სამსახურში; 1978-1992წწ. იყო საქართველოს ნაკრების  წევრი რაგბიში; 1986-1992 წწ. სწავლობდა საქართველოს  სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1992 წლის 3 ნოემბრიდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლად (სამხედრო წოდება - ზემდეგი); 1993 წლის 22 სექტემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს  ტრაგიკულად დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. (მასთან ერთდ დაიღუპნენ ძმა, ვასილ (ვასიკო) წიკლაური და დისშვილები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები, 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხივე ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა და გაირკვა, რომ ოთხივე ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნოდა).

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.503; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: