The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისაკ მელიქ-ჰაიკაზოვი

Date of birth:18 December, 1838
Date of death:2 February, 1899  (at 60 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი.

ჯარში მსახურობდა 1857 წლიდან. 1862 წლიდან - ოფიცერი. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1878-1895წწ. მსახურობდა 38-ე საარტილერიო ბრიგადის მე-4 ბატარეის მეთაურად; 1895-1898წწ. - 38-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონის მეთაური; 1898-1899წწ. - აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 საარტილერიო ბრიგადის მეთაური. 1882 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით მ.შ. სპარსეთის "ლომისა და მზის" III ხარისხის ორდენით (1865). გენერალ-მაიორი (1895).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.76

Awards and Honors

  • 1886 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1874 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1871 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1869 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1866 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: