| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თომა ნაზარბეგოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია; მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზიაში - 1874 წელს და ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1876 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 და ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკებში. 1902 წლის 9 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1902-1894წწ. მეთაურობდა ანდიჟანის მე-4 სარეზერვო ბატალიონს. მონაწილეობდა 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომში. ომის დროს მეთაურობდა 286-ე კირსანოვოს ქვეით პოლკს. 1905-1906წწ. მეთაურობდა ოლონეცის მე-14 ქვეით პოლკს. 1906 წელს გავიდა თადარიგში. 1914 წლის ნოემბერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კვლავ იქნა გაწვეული სამხედრო სამსახურში და დაინიშნა 66-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1915 წლის აპრილში რუსული ჯარების ნაწილებმა, მისი მეთაურობით დაამარცხეს თურქული ჯარები დილმანის ბრძოლაში. 1915-1916წწ. მეთაურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბრიგადას, რომელიც 1915 წლის 19 ნოემბერს იქნა გაშლილი დივიზიაში და, ამავდროულად იქნა დანიშნული აზერბაიჯანის რაზმის უფროსად. 1916 წელს მეთაურობდა ჯარების დაჯგუფებას, რომელიც მოქმედებდა ვან-კოპის მიმართულებით. 1917 წლის იანვარში დაინიშნა ახლად შექმნილი კავკასიის არმიის VII ცალკეული კორპუსის მეთაურად, რომელიც მოქმედებდა სპარსეთში. 1918-1920წწ. იყო სომხეთის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი. არ იყო არც ერთი პარტიის წევრი. ხელმძღვანელობდა სომხეთის არმიას აზერბაიჯანთან ომში. შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის 1919 წლის 15 ივლისს მას მიენიჭა სომხეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მისი საერთო ხელმძღვანელობით სომხურმა ჯარმა და მოხალისეებმა დაამარცხეს თურქეთის ჯარები ყარაყლისის და სარდარაბადის ბრძოლებში. საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიის შემდეგ, 1921 წელს იქნა დაპატიმრებული და გადაყვანილი ერევანში (1936 წლიდან ქ. ერევანი), შემდეგ ქ. ბაქოში და რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაიცვალა ტფილისში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულ იქნა სამხედრო მედლით – "Medaille Militaire" - უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, რომლითაც სტატუტის თანახმად, აჯილდოებდნენ მხოლოდ არმიების სარდლებს. გენერალ-მაიორი (1906). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

