| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა წულაია![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში; 1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი. 1988 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მსახურობდა ქ. სტერლიტამაკში, ხოლო შემდეგ ქ. მანჩეგორსკში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბიზნესის უმაღლეს სკოლაში. აფხაზეთში მიმდინარე საოამრი მოქმედებების დროს მოხალისედ ჩაირიცხა "თეთრი არწივის" სწრაფი რეაგირების პირველი კორპუსის არტილერისტთა ბრიგადაში, რომელც ფიზიკოსებისაგან იყო დაკომპლექტებული. დაიღუპა სოფელ კინდღში 1993 წლის 19 იანვარს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.505
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

