The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიან მირნელი

Legal name:მირონ ციკოლია
Date of birth:15 June, 1928
Date of death:29 November, 1998  (at 70 years)
Category:Scientist, Translator, Poet, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რეჩხი, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სასწავლებელი 1944 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით 1950 წელს.

1951 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1948 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ "ლიტერატურასა და ხელოვნებაში", 1951 წელს – პირველი სამეცნიერო გამოკვლევა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები და სამეცნიერო-პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ქართველმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო მისი კრებულები: "რიჟრაჟი ბილიკებზე" (1967), "ლურჯი სათავეები" (1967), "ტალღა და წუთი" (1970), "სტვენდა ლერწამი" (1987), "ძოწისფერი ცა" (1982), "გადაძახილი" (2006) და სხვ.
მის სამეცნიერო ნაშრომებში საფუძვლიანადაა გამოკვლეული აფხაზური ენის წარმოშობის ისტორია და ქართველურ ენებთან ურთიერთმიმართების აქტუალური საკითხები. საგანგებო აღნიშვნის ღირსია სამი მონოგრაფია, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უკავია კავკასიოლოგიაში: "აფხაზური ენის აბჟუური დიალექტი" (1973); "სიტყვათა რიგი აფხაზურ ენაში" (1980); "მარტივი წინადადება აფხაზურსა და ქართველურ ენებში" (1990); ეს უკანასკნელი, პირველი მონოგრაფიაა კავკასიოლოგიაში, რომელშიც უშუალოდ შედარების გზით მონოგრაფიულად განიხილება მონათესავე ენათა ორი ქვეჯგუფის საკითხები. ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. მისი თარგმანებით გაეცნო ქართველი მკითხველი დ. გულიას, ბ. შინკუბას, ი. თარბას, კ. ლომიას, ვ. წვინარიასა და ი. პაპასქირის ნაწარმოებებს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


Share: