The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერდია ხომასურიძე

ბერდია ხომასურიძე
დაბადების თარიღი:1948  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1984 წელს.

1977-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტზე: ასისტენტად, დოცენტად, უნივერსიტეტის მოსამზადებელი განყოფილების გამგედ, სწავლულ მდივნად, მარნეულის ფილიალის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში; 1997 წელს გადავიდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2006 წლამდე მუშაობდა მარნეულში განთავსებულ საერთაშორისო გაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტის დეკანად; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლოატაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მიღებული აქვს ოთხი საავტორო უფლება. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2006).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.378

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: