The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ოგანეზოვი

დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1837
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 1898  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

ჯარში მსახურობდა 1855 წლიდან. მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთ) ომში და 1859 წლის კამპანიებში; 1858 წლიდან - პრაპორშჩიკი; 1859 წლიდან - პოდპორუჩიკი; მონაწილეობდა 1860-1864წწ. და 1866 წლების ბრძოლებში; 1862 წლიდან - პორუჩიკი; 1867 წლიდან - შტაბს-კაპიტანი; 1873 წლიდან - კაპიტანი; 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე; 1878 წლიდან - მაიორი და პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკის ბატალიონის მეთაური; 1881 წლიდან - პოდპოლკოვნიკი. 11 წელი და 11 თვე იყო ბატალიონის მეთაური; 1890 წლიდან - პოლკოვნიკი და სვეაბორგის ციხე-სიმაგრის ქვეითი ბატალიონის მეთაური ფინეთში; 1897 წელს გადადგა სამსახურიდან გენერალ-მაიორის ჩინით. გარდაიცვალა სვეაბორგის ციხე-სიმაგრეში, ფინეთში. გენერალ-მაიორი.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1893 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1886 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაფთით)
  • 1878 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1866 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაფთით)

გააზიარე: