The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭავჭანიძე

დავით ჭავჭანიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1969
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1992  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

1987-1989 წლებში გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1991 წლის ოქტომბერიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომის დაცვის კათედრაზე ლაბორანტად. 1991 წლის 22 დეკემბერს შევიდა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში. იყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი. დაიღუპა 1992 წლის 30 აგვისტოს აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.506


გააზიარე: