| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონ პოზოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია. დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1872 წელს და იმავე წელს განაგრძო სწავლა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, საიდანაც გამოშვებულ იქნა 30-ე საარტილერიო ბრიგადაში 1875 წელს. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-ოსმალეთის და (1904-1905) რუსეთ-იაპონიის ომებში. 1882 წელს გადაყვანილ იქნა 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, ხოლო 1887 წელს, მიხეილის საარტილერიო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა კავკასიის გრენადერთა სააარტილერიო ბრიგადაში; 1893-1895წწ. მეთაურობდა მორტირთა მე-2 საარტილერიო პოლკის მე-2 ბატარეას; 1895-1897წწ. - 27-ე საარტილერიო ბრიგადის მე-3 ბატარეის მეთაური; 1897-1904წწ. მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად; 1904-1906წწ. - 41-ე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონის მეთაური; 1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1906-1907წწ. - მე-5 საარტილერიო სარეზერვო ბრიგადის 1-ლ დივიზიონის მეთაური; 1907-1910წწ. მსახურობდა თურქესტანის 1-ი საარმიო კორპუსის არტილერიის უფროსად და მეთაურობდა თურქესტანის I საარტილერიო ბრიგადას; 1910-1916წწ. - თურქესტანის I საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორი; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1907 წლის 31 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1914-1917წწ. მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის არტილერიის ინსპექტორად. მოგვიანებით მსახურობდა წითელ არმიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-ლეიტენანტი (1913). რუბენ და გიორგი პოზოევების ძმა. გარდაცვალების თარიღი უცნობია, გარდაიცვალა 1918 წლის შემდეგ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

