The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აპოლონ ცანავა

აპოლონ ცანავა
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:2003  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, მწერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახუნაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა მარტვილის პედაგოგიური სასწავლებელი 1937 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს.

მუშობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; მის მიერ შეკრებილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები გამოქვეყნდა ისეთ კრებულებში, როგორიცაა "ხმალზე უფრო ძლიერად ჭრის", "სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდა", "ქართული ხალხური საუნჯე", "მეგრული ზღაპრები და მითები"; მის მიერაა მომზადებული კაფია-გალექსებანი გამოკვლევითა და შენიშვნებით, რომლებიც ქართული ხალხური პოეზიის თორმეტ ტომეულის მე-9 ტომში განთავსდა; ა. ცანავას ეკუთვნის გამოკვლევები, რომლებიც ფოლკროლისა და ლიტერატურის ურთიერთობის პრობლემატიკას აშუქებს; მან სპეციალურად შეისწავლა კ. გამსახურდიას, დ. შენგელაიას, ჭ. ამირეჯიბის, ო. ჭილაძის, შ. ნიშნიანიძის, ნ. დუმბაძის, თ. ბიბილურის შემოქმედება; ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა: მ. ლებანიძის, თ. ბექიშვილის, ა. კალანდაძის, მ. მაჭავარიანის შემოქმედების ცალკეული ასპექტების შესახე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემ - "ქართული ხალხური მესტვირული პოეზიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1949 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სატირა და იუმორი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: აპოლონ ცანავა : 1919-2003 : ნეკროლოგი // ლიტერატურული საქართველო.-თბილისი,2003.-17-23 იანვარი.-N3. გვ.16

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: