The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა ქორჩილავა

ლელა ქორჩილავა
Date of birth:28 September, 1962  (63 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საბაზო III სამედიცინო სასწავლებლის სანიტარულ-საფერშლო ფაკულტეტი 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს.

1978-1979წწ. მუშაობდა სანიტრად თბილისში: ბავშვთა მე-19 პოლიკლინიკაში, სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილებაში და საქარხნო რაიონის მე-10 პოლიკლინიკაში; 1982-1984წწ. იყო პროფესორ ნიკო მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მედრეგისტრატორი; 1991-1992წწ. თბილისის მე-4 სამშობიარო სახლის ინტერნი (მეან-გინეკოლოგის სპეციალობით); 1992-1996წწ. თბილისის მე-5 საავადმყოფო კლინიკური გაერთიანების მეან-გინეკოლოგი; 1996-2010წწ. აგრძელებს მუშაობას კონტრაქტით; კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისის ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინოაკადემიაში მეან-გინეკოლოგის ციკლზე (1997, სპეციალობა მეან-გინეკოლოგი); მიღებული აქვს სერთიფიკატები: ტრენინგში "დედიდან ბავშვზე აივ-ინფექცია შიდსის გადაცემის პროფილაქტიკაში" მონაწილეობის მიღებისათვის (2003); საერთაშორისო კონგრესი -ოჯახის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში მონაწილეობისათვის (2005); უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული მოკლევადიანი კურსის "კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკის მნიშვნელობა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მართვაში" გავლის შემდეგ (2006); უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამით "ძვლოვანი მენჯის ანომალიები, თანამედროვე კლასიფიკაცია, ვიწრო მენჯი, ფართო მენჯი და მშობიარობის მართვის თანამედროვე პრინციპები" (კლინიკური რეკომენდაციები მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე) მონაწილეობისათვის (2007). ექიმი მეან-გინეკოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.914-916

Member of Organizations

  • საქართველოს მეან-გინეკოლოთა ასოციაცია, წევრი (2000-)

Share: