The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა არაბული

მანანა არაბული
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1986წწ. თბილისის ომის ინვალიდთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის ინტერნი (სპეციალობა-თერაპია); სოფელ ჭოპორტის ამბულატორიის გამგე, ექიმი-თერაპევტი; 1998-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი; ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი (2006); განათლების აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტი (2009). გამოცდილი პედაგოგი - კითხულობს ლექციებს და მიჰყავს პრაქტიკული მეცადინეობები ქართული და ინგლისური სექტორის სტუდენტებთან. ავტორია 21 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომისა; აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. გამოცდილი ექსპერტ-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), ასისტენტ-პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების თავისებურებანი სხვადასხვა ასაკის ადამიანებში", დაიცვა 2006 წელს (ხელმძღვანელი აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი).

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.916-917

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ასოციაცია "ჯანმრთელობა და ქალი", წევრი

გააზიარე: