The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ ფუტკარაძე

სოლომონ ფუტკარაძე
Date of birth:2 February, 1963  (63 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პაპოშვილები, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1983-1987წწ. ინსტიტუტში სწავლასთან ერთად მუშაობდა თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექთნად; 1987-1988წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გაიარა ინტერნატურა სპეციალობით - ქირურგი; განაწილებით მუშაობდა შუახევის რაიონული საავადმყოფოს ონკოქირურგად (1988); 1988-1990წწ. ქედის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1990-1991წწ. ხელვაჩაურის რაიონის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმი; 1991-1992წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯერ პოლიკლინიკის, შემდეგ ქირურგიული განყოფილების მორიგე ქირურგი; 1992-1996წწ. პარალელურად ექოსკოპიის კაბინეტის ექიმი; 1996 წელს მან რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩამოაყალიბა ულტრაბგერითი და ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილება, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს; ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც წაკითხულია საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებზე, დაბეჭდილია პრესტიჟულ ჟურნალებში; აჭარაში მან პირველმა დანერგა ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ ტრანსკუტანეული მადრენირებული ოპერაციების წარმოება; 2001 წლიდან ჩართულია გაეროს პროგრამაში და ყოველწლიურად ექიმთა ჯგუფთან ერთად აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რაიონებში აწარმოებს პაციენტების უფასო მიღება-გამოკვლევას. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ღვიძლის აბსცესის სხივური დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შეფასება", დაიცვა 2001 წელს. 

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.917-919

Member of Organizations

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოსა და ევროპის უროლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი

Share: