The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისრაელ სანჯანოვი

ისრაელ სანჯანოვი
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1835
გარდაცვ. თარიღი:1920  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა მე-2 კადეტთა კორპუსი 1853 წელს.

მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) და 1877- 1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1858-1859წწ. მსახურობდა კავკასიის ხაზის მარჯვენა ფრთის არტილერიის უფროსის უფროს ადიუტანტად. 1867-1874წწ. მეთაურობდა კავკასიის 21-ე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ ბატარეას. 1876 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1874-1875წწ. მეთაურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადის მე-6 ბატარეას. 1875-1888წწ. მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მე-6 ბატარეას. 1888 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1888-1889წწ. მეთაურიობდა 21-ე საარტილერიო ბრიგადას (ქ. თემირხან-შურაში). გადადგა სამხედრო სამსახურიდან გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მ.შ. I ხარისხის "ოქროს ვარსკვლავი" (1896, ბუხარა). გენერალ-ლეიტენანტი (1899).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.85

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1892 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1870 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (იმპერატორის გვირგვინით)
  • 1864 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1861 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1858 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: