The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ჯაფარიძე

ლადო ჯაფარიძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1981  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოყვა, ონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მოსკოვში ჩასვლისთანავე  ლადო ჯაფარიძე, ტყუპისცალ გრიგოლთან ერთად აქტიურად ჩაერთო ქართველთა მოსკოვის სათვისტომოს საქმიანობაში. აქ მათ გაიცნეს და აქტიური ურთიერთობა დაამყარეს მოსკოვში მოღვაწე უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილთან, გამოჩენილ მსახიობთან სუმბათაშვილ-იუჟინთან და  კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილთან. ამ პერიოდში სწორედ ხახანაშვილის რჩევით ძმებმა რუსულად თარგმნეს ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", აკაკი წერეთლის "ბაში აჩუკი" და ალ. ყაზბეგის რამდენიმე მოთხრობა. ეს თარგმანები 1911 წელს მოსკოვის გამომცემლობა "პოლზამ" სამი მცირე ზომის წიგნად გამოსცა. ეს იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებთა რუსულ ენაზე დაბეჭდვის ერთ–ერთი პირველი შემთხვევა. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ წიგნების დიდ ტირაჟს და ხელმისაწვდომ ფასს, ცხადი გახდება რომ ამ გამოცემით გაკეთდა ძალიან დიდი საქმე ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მკითხველისათვის გაცნობის საქმეში; ძმები ბაშვობიდანვე ინტერესს იჩენდნენ მხატვრობისადმი, რაც მათ კიდევ უფრო გაუძლიერდათ ქუთაისში სწავლის დროს, ისევ პროფესორ ხახანაშვილის კონსულტაციითა და მხარდაჭერით დახატეს შოთა რუსთაველის ახლებურად გადაწყვეტილი პორტრეტი, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. მოსკოვშივე შექმნეს ძმებმა ალ. ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ივანე მაჩაბლის, ეგნატე ნინოშვილის, დიმიტრი არაყიშვილის სახეები. აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1912 წელს აკაკი წერეთელის რაჭაში მოგზაურობის ორგანიზაციის საკითხების მოგვარებაში და მისი ყურადღებაც დაიმსახურეს. სწორედ აკაკისთან შეხვედრით მიღებული უდიდესი შთაბეჭდილებით 1912 წელსვე შექმნეს ძმებმა პასტელში შესრულებული აკაკის პორტრეტი. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლადო ჯაფარიძე ფოთის ქალაქის თავმა ნიკო ნიკოლაძემ სამუშაოდ მიიწვია ქალაქის მმართველობაში. 1919 წლის შემოდგომიდან 1921 წლის იანვრამდე მსახურობდა აზერბაიჯანის დედაქა­ლაქ ბაქოში აკ­რე­დიტე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს პი­რ­ველ მდივნად. 1921 წლიდან ლადო თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და გარკვეული პერიოდი თბილისის ქალაქის საბჭოში მუშაობდა. შემდეგ მოღვაწეობა ახლად დაარსებულ საგამომცემლო ორგანიზაციაში "სახელგამში" გააგრძელა. 1936 წლიდან მან მამისა და ძმის მსგავსად პედაგოგიურ მოღვაწეობას მიმართა. თავიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე რუსულ ენას ასწავლიდა, ხოლო 1938 წლიდან ამ ფაკულტეტის დამოუკიდებელი ფიზიკური კულტურის ინსტიტუტად ჩამოყალიბების დღიდან პენსიაზე გასვლამდე იყო ამ ინსტიტუტის ჯერ რუსული ენის პედაგოგი, შემდგომში კი ენების კათედრის გამგე. უჩა ჯაფარიძის და გრიგოლ ჯაფარიძის ძმა.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.385-386


გააზიარე: