| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ბაგრატიონი![]()
Biographyქართლის მეფის დავით X-ის და დედოფალ თამარ ჯაყელის ვაჟი. მისი მეუღლე იყო ხვარამზე, შვილი ბაგრატი (1551-1580), ბიძა გიორგი–გერასიმე, ძმა ქართლის მეფე ლუარსაბ I. რამაზ (რომანოზ) ბაგრატიონმა სიონის ღმრთისმშობელს დიდგორზე სოფელი ფიცხისი შესწირა, რომელიც ადრეც სიონის კუთვნილება ყოფილა და ყაზახებს აუოხრებიათ, ქვათახევის ვლაქერნის ღმრთისმშობელს, ნაყიდი სოფელი თელათუბანი (ურიაყოფილ მანათურასა და მისი ძმისწულების საქონებელს გარდა), ასევე დაამტკიცა ივანე სოლაღაშვილის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული ყმა–მამულის შეწირულების წიგნი (დამწერი და თავმდები ლუარსაბ ბატონიშვილის მიერ სახლთუხუცეს ივანე სოლაღაშვილისათვის მიცემული სოფელ შინდისის წყალობის წიგნისა) მისი ნებართვით გიორგი–გერასიმემ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ზერტები, რომელიც იხსენიება თბილელ ელისე საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის დავის გარიგების წიგნში. მისი შვილი ბაგრატი ყოფილა საბარათიანოს სარდალი. აქვე ნათქვამია, რომ რამაზ (რომანოზ) ბაგრატიონს შეუწირავს თბილისის სიონისათვის სოფელი ფიცხისი, რისი საბუთიც თბილელ ელისე საგინაშვილს ჰქონია. წყარო: პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით: ტ. 1.-თბ.,1991.-გვ.335
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

