The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ხორბალაძე

თამარ ხორბალაძე
Date of birth:20 October, 1973  (52 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს; თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი, გერმანული ენის სპეციალობით 1996 წელს.

1993-1995წწ. თანამშრომლობდა გაზეთებში "თბილისი", "სოფლის ცხოვრება", "ფაქტი, აზრი, კომენტარი", "ქართველი ერი", "კოპლატი"; 1994 წელს შეთავსებით დაიწყო მუშაობა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სასწავლო პოლიგრაფიულ ლაბორატორიაში; 1995 წლიდან მუშაობდა გაზეთ "დრონის" ეკონომიკის განყოფილების რედაქტორად; 1998 წლიდან პარალელურად თანამშრომლობდა სომეხი ეკოლოგების მიერ დაარსებულ ამიერკავკასიის ეკოლოგიურ ინტერნეტ - ბიულეტენში, სადაც ყოველთვიურად რუსულ ენაზე ამზადებდა საქართველოს განყოფილებას; 2000 წლის ნოემბრიდან თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებული შტატების ქართული სათვისტომოს მიერ დაარსებულ პირველ ინტერნეტ–გაზეთთან "კვალი". 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.273

Bibliography


Share: