The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხვარამზე ბაგრატიონი

Other name:ეფემია
ხვარამზე ბატონიშვილი
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Historical Person, Royalty

Biography

ხვარამზე ბაგრატიონი იყო ლევან ბატონიშვილის ასული და ვახტანგ მეექვსის და. იგი თავის ახლობელთა წრეში იზრდებოდა, იქ კი, როგორც ცნობილია, მრავალი მწერალი ტრიალებდა. ამ წრეში ყოფნამ გაუღვივა ხვარამზეს მწიგნობრული ინტერესები. ცნობილია მისი დაკვეთით გადაწერილი "ჟამნი",  რომელსაც ერთვის ანდერძი: "ჩვენ, ძმისწულმან ქებულის მეფის არჩილისამან და დიდად სახელოვანის ქართველთ მეფის გიორგისამან და ასულმან დიდად პატიოსნის ლევანისამან, ბატონიშვილმან ხვარამზე-ყოფილმან ეფემიამ, მრავლითა წადიერებითა და გულმოდგინებითა აღვაწერინე ყოვლად სასურველი და წმიდაი მყოფელი ჟამნი ესე ფრიადითა კრძალულებითა... აღიწერა ჟამსა მეფობისა ვახტანგისსა". ლევან ბატონიშვილის (შაჰ ყული-ხანი) შვილი, გიორგი XI-ის (გურგინ ხანი) და არჩილ II (შაჰნაზარ ხანი) ძმისშვილი, ვახტანგ VI და. მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.111-112


Share: