The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მიქაბერიძე

Date of birth:18 December, 1950  (75 years)
Category:Historian, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს; უმაღლესი პარტიული სკოლა 1976 წელს; ომსკის შსს სპეც. სკოლა 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს.

1969–1979წწ. მუშაობდა სამოქალაქო ორგანიზაციებში; 1979 წლიდან შსს-ს სისტემაშია: 1979–1983წწ. იყო შსს თბილისის მთავარი სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1984–1987წწ. შსს თბილისის ორჯონიკიძის რაიონის 1-ელი განყოფილების უფროსი; ვაკის რაიონის მილიციის უფროსი (1990); ცხინვალის კომენდანტის მოადგილე (1991), თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1991–1992წწ. ქვემო ქართლის კომენდანტი, მარნეულის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 1992–1993წწ. სამეგრელოს კომენდანტი; 1996–1999წწ. ვაკის რაიონის პოლიციის სამმართველოს, 1999–2006წწ. თბილისის შსს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის პოლიციის დეპარტამენტის, 2006–2011წწ. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი. 2011 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2004). 
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: