The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გორგილაძე

ლევან გორგილაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1963  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვაშტა, ქედის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირება 2016 წელს.

1984-1993წწ. იყო ქ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგურის მორიგე ექიმი; 1988-1992წწ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გონიოს საუბნო საავადმყოფოს უბნის ექიმი, თერაპევტი; 1992-1997წწ. ქ. ბათუმის N3 საგამოძიებო იზოლატორის სამედიცინო-სანიტარული ნაწილის უფროსი; 1998-2005წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგე; 1998-2005წწ. შპს "რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის" დირექტორი; 2005-2006წწ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი; 2006-2012წწ. შპს "ნარკოლოგიური ცენტრის" ექიმი ნარკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი; 2012-2016წწ. მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი; 2017-2021წწ. ქედის მუნიციპალიტეტის მერი; პედაგოგიური გამოცდილება: 1989–1992წწ. ბათუმის სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლის მასწავლებელი; 1994 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის (სახელობის) სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი; 2013-2016წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, 2016 წლიდან უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებულლი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმემებში. ექიმი - თერაპევტი, ექიმი - ნარკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.920-921; ქედის მუნიციპალიტეტი: keda.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, საპატიო წევრი
  • ჟურნალ "თერაპია საქართველო"-ს სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს ნარკოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: