| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ქიშმიშევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტიფილისის კადეტთა კორპუსი; ალექსეევის სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია. 1898 წელს სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ლიტვის პოლკში საარმიო კავალერიასთან მიმაგრებით; 1908 წელს დაინიშნა კანდიდატად სამხედრო მოსამართლის თანამდებობაზე; 1909 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს პროკურორის თანაშემწე; 1911 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე; 1914-1918წწ. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე; 1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1916-1917წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ; 1918-1920წწ. მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში; 1919 წელს იყო საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის სამხედრო წარმომადგენელი (სამხედრო ატაშე); 1920 წლიდან ცხოვრობდა პოლონეთში; 1925-1929წწ. მუშაობდა ქ. ჩენსტოხოვის და ქ. ლოდზის სასამართლოებში, მომრიგებელ მოსამართლედ; 1929-1932წწ. იყო ქ. ლოდზის საოლქო სასამართლოს სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარე; 1933 წელს ჩამოაყალიბა სომხების არქისაეპისკოპოსო კავშირის განყოფილება და იყო ამ განყოფილების პრეზიდენტი. გარდაიცვალა ვარშავაში. გენერალ-მაიორი. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

