| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1951–1952, 1955–1961, 1970–73წწ. მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში – "თბილქალაქპროექტში"; "თბილზნიიეპში" (1961–1967), "საქქალაქ-მშენსახპროექტში" (1969–1970; 1973 წლიდან იქვე იყო დირექტორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი. ეწეოდა პედაგოგიური მოღვაწეობას. მონაწილეობდა რესპუბლიკურ (საკავშირო თბილისის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი, 1971, პირველი პრემია) კონკურსებში. ნამუშევრები: საცხოვროვებელი რაიონი დიღომში (30000 მცხ; 1959–1960წწ., ავტორთა ჯგუფთან ერთად); სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი (1971; ავტორთა ჯგუფთან ერთად); ახალი საცხოვრებელი უბანი ავშნიანი (თბილისი, 1973; ავტორთა ჯგუფთან ერთად); ქუთაისის (1977), გაგრის (1978), სოხუმის (1980) გენგეგმები (ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

