The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მიქელაძე

დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1863
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 1919  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის და 1914–1918წწ. I მსოფლიო ომების მონაწილე. მსახურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკში. მეთაურობდა ცხენოსან ბრიგადას დასავლეთის ფრონტზე. იყო ქვეითი დივიზიის უფროსი. ომის შემდეგ დაინიშნა ვილნოს კომენდანტად, მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში ყარსის ციხესიმაგრის ბატალიონის მეთაურად. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: