The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ მაკარაძე

ჯემალ მაკარაძე
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი (აჭარა).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელის. 1988-1989წწ. გაიარა ინტერნატურა ქ. ბათუმის სტომატოლოგიურ კლინიკაში.

1989-1992წწ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმია. პარალელურად იყო აჭარის უშიშროების სამინისტროს პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი; 1992-1995წწ. ბათუმის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-ორთოპედი; 1995 წლიდან არის მის მიერ დაფუძნებული ფირმა შპს "ჯ. მაკარაძე და კომპანია"-ს  ხელმძღვანელი; მან სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისში: ყბა-სახის ქირურგიაში, პროფესორ ომარ ნემსაძის ხელმძღვანელობით (1999), მომზადება გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების უწყვეტი პროგრამით - "ოსტეო-პლასტიკური მასალების პაროდონტოლოგიაში" და "პაროდონტიტის კომპლექსური მკურნალობა" (2003, საქართველოს სამედიცინო აკადემიის ორთოპედიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრა); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამით - "დაბალინტენსიური ლაზეროთერაპია", როგორც სარეაბილიტაციო ტექნოლოგია პრაქტიკულ მედიცინაში" (2006); მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები ქირურგიულ და თერაპიულ სტომატოლოგიაში. იგი ავტორია მეცნიერული მონიგრაფიისა "სტომატოლოგიის განვითარება აჭარაში". მონაწილეობდა 2005-2006 წლებში მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესში. იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1999 წლიდან კითხულობს ლექციებს შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ქირურგიულ სტომატოლოგიაში. ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. არის ჩოხოსან რაინდთა დასის აჭარის სადროშოს წევრი. ეწევა ქველმოქმედებას, პაცინტებს მკურნალობს უფასოდ, პარალელურად ეწევა ბიზნესსაქმიანობას ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში. გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმი-სტომატოლოგი. 

წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.- გვ.927-929

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: