| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ნიკოლაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო "როიტერში"; უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა და საინფორმაციო სააგენტო "როიტერში" მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სასწავლო პროგრამაში. მისი პროფესორ–მასწავლებლებისა და საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" თანამშრომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით, მან უფლება მოიპოვა აღნიშნული პროგრამით სწავლა გაეგრძელებინა, დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჟურნალისტიკის განხრით. პროგრამა ითვალისწინებდა ორწლიან სწავლებას და უნივერსიტეტშივე მუშაობას. გაიარა ორივე კურსი და წარმატებით დაიცვა მაგისტრის ხარისხი. მიეცა უფლება, კიდევ ერთი წელი დარჩენილიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და პრაქტიკულად ემუშავა სპეციალობით. იმუშავა ტელევიზიაში, ახალი ამბების რედაქციაში. ერთი წლის შემდეგ საშუალება მიეცა ლეგალურად ეცხოვრა და ემუშავა კანადაში. გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო კანადაში მუშაობა ავიაციის საინფორმაციო - სარეკლამო დეპარტამენტში თავისი პროფესიით. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.275
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

