The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი მიქელაძე

Date of birth:13 September, 1926
Date of death:17 July, 2016  (at 89 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების სპეციალობით 1948 წელს.

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრაზე; მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის საბადოთა დამუშავების პრობლემების კვლევებში. 1949 წლიდან პარალელურად მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინნსტიტუტში (1953 წლიდან – მეცნიერი თანამშრომელი). 1957–1982წწ. იყო გ. წულუკიძის სახელობის სამთო საქმის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, წამყვანი ინჟინერი და 1969 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1982–2006წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1985 წლიდან – პროფესორი); წლების განმავლობაში იყო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (სამეცნიერო ნაწილში). 2006 წლიდან როგორც აკადემიის სტიპენდიატი კითხულობდა ლექციებს წიაღისეულის საბადოთა დამუშავებაზე. მისი ნაშრომები ეძღვნება აშლილი საბადოების, დიდ სიღრმეებზე განლაგებული ნახშირის სქელი თვითაალებადი და სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენების დამუშავებას და ფენოვან საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგიური კომპლექსურ-ტექნოლოგიურ შეფასება-შერჩევას, აგრეთვე საქართველოს ცალკეული რეგიონების მეურნეობის აღდგენა-განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით ა. სკოჩინსკის სახელობის სამთო ინსტიტუტში (მოსკოვი), დონეცკისა და კუზნეცკის აუზების ნახშირის კვლევით ინსტიტუტებში, ნოვოსიბირსკის სამთო ინსტიტუტში ჩატარებულია ორიგინალური ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის ტყვარჩელისა და ტყიბულის საწარმოებში ნახშირის სქელი ფენების დამუშავების ეფექტური ტექნოლოგიური სქემების გამოსაცდელად და დასადგენად. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. აქვს 15 გამოგონება; წლების განმავლობაში იყო "სამთო ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი სამთო გეოლოგიის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

Bibliography


Share: