The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ამილახვარი

გივი ამილახვარი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1700
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქართლის დიდი ფეოდალი. ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და 1656-1696წწ. გორის მოურავი; ვახტანგ V-ისა და არჩილ II-ის პოლიტიკის მიმდევარი. ირანში ახლდა ჯერ არჩილ II-ს, 1662 წელს კი თეიმურაზ I-ს; 1667 წელს ცოლად მოიყვანა ვახტანგ V-ის ასული თამარი. სპარსეთის წინააღმდეგ აქტიური მებრძილი-1688 წელს მონაწილეობა მიიღო გიორგი XI-ის აჯანყებაში სპარსეთის წინააღმდეგ, ხოლო 1690-1691 წლებში ის ცდილობდა ქართლის აჯანყებას ერეკლე I-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. აჯანყების დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა რაჭას. გარდაიცვალა იქვე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.- თბ., 1975.-გვ.391


გააზიარე: