| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამი![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის მოღვაწე ვინმე მარიამს გადაუწერია საერო-მხატვრული ლიტერატურის ძეგლები–თეიმურაზ პირველის თხზულებანი "იოსებზილიხანიანი", "ლეილმაჯნუნიანი", "ვარდბულბულიანი", "შამფარვანიანი" და სხვ. ხელნაწერის ერთ-ერთ გვერდზე მინაწერია: "კარი პირველი. ლეილმაჯნუნისა ამბავი სპარსულისაგან ქართულად ნათარგმანები ღვთივ გვირგვინოსანისა მეფის თეიმურაზისაგან და ლექსადცა მისგანვე თქმული. სუფევითმცა ყოს უფალმან უკუნისამდე შეწევნა შენი. უფალი თანა ეყოს მწერალსა მარიამს, ამინ." ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები მეტწილად სასულიერო-საეკლესიო შინაარსის ძეგლების გადაწერით კმაყოფილდებოდნენ. მარიამ მწერალმა კი სამიჯნურო-სატრფიალო თემატიკის გადაწერით საერო ძეგლების გავრცელებაში თავისი წვლილი შეიტანა. მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.119-120
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

