| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესმა მანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2004 წელს; იაკობ გოგებაშვილის სახლობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წელს. წარმატებით მონაწილეობდა მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადებზე; აქტიურად თანამშრომლობდა ნორჩ ჟურნალისტთა კლუბში; იყო საყმაწვილო გაზეთ "სარკმლის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; არჩეული იყო ზუგდიდის ბავშვთა ორგანიზაცია "ოდაბადის" პრეზიდენტად; სტუდენტობის დროს სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს გაზეთებში: "დილის გაზეთი", "შანსი", "თბილისი", "თბილისის უნივერსიტეტი", "ქალთა გაზეთი", "ახალი ეპოქა" და სხვ. 2008 წლიდან მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში; 2010 წლიდან საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში; 2015 წლიდან სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ფილოლოგიის დოქტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.277; tesau.edu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

