| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძირკვაძეები, ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1988წწ. ბათუმის პირველი სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-ინტერნი, პარალელურად იყო ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი; 1988-1992წწ. ხულოს რაიონის სოფელ სხალთის საავადმყოფოს ექიმი-სტომატოლოგი; 1992 წელს ქ. ბათუმში გახსნა პირველი კომერციული ტიპის სტომატოლოგიური კაბინეტი (1992-1995); ამის შემდეგ, მისი თაოსნობით გაიხსნა თანამედროვე ტიპის სტომატოლოგიური კლინიკა - "დენსი", სადაც ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას თერაპიულ სტომატოლოგიაში. მონაწილეობს ადგილობრივ და საერტაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; მიღებული აქვს უამრავი სიგელი და ჯილდო მიღებული გაცემული აჭარის მთავრობისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. მიენიჭებული აქვს "საუკეთესო ექიმ-სტომატოლოგის წოდება" (2002). წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.929-930 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

