The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენიამინ ჭელიძე

ბენიამინ ჭელიძე
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1965  (61 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხელვაჩაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს.

1982-1983წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის სანიტრად; 1983-1985წწ. იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში; 1985-1987წწ. განაგრძო მუშაობა ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის სანიტრად; 1994-1995წწ. ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1995-1998წწ. ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ფიზითერაპევტი, პარალელურად, აჭარის ტელევიზიის სამედიცინო გადაცემის ავტორი და წამყვანი (1995-2000); 1998-2001წწ. ფარმაცევტული კომპანია "ჰოფმან-ლა როში"-ს სამედიცინო წარმომადგენელი აჭარაში; 2001 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი ჯერ ფარმაკოლოგიაში, შემდეგ კლინიკურ ფარმაკოლოგიაში; პარალელურად არის შპს "ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" თერაპიული განყოფილების ექიმი თერაპევტი; 2007-2009წწ. შპს "ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" დირექტორი; 2009 წლიდან ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-თერაპევტი. ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. 

წყარო:  საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.- გვ.930-931


გააზიარე: