| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე. 1860 წლიდან ჯარში მსახურობდა. 1901 წლამდე იყო ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის შტაბს-კაპიტანი. 1863–1864წწ. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში და რუსეთის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1902–1906წწ. მსახურობდა კავკასიის მე-3 ცალკეულ მსროლელთა ბატალიონში; 1906–1908წწ. – აბასთუმნის კომენდანტად და აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად. 1908 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

