| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს. 1983-1984წწ. მუშაობდა ზუგდიდის სათაო ჩაის ფაბრიკაში მუშად; 1984-1986წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1986 წელს ჩაირიცხა ქ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების მსმენელად; 1994-1998წწ. ქ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმი - რეანიმატოლოგი; 1997-1998წწ. იმავდროულად იყო დასავლეთის ზონის სამედიცინო და სამკურნალო პროგრამების ბლოკის სამსახურის უფროსი მოადგილე; 1998-2000წწ. სამეგრელოს ჯანდაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე; 2000-2001წწ. ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტო" (IRD) მონიტორი; 2001-2003წწ. ამავე ორგანიზაციის სამედიცინო მენეჯერი; 2005-2007წწ. სამეგრელო-ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი; 2007 წლიდან ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს "რესპუბლიკა" სამედიცინო მენეჯერი. ექიმი - რეანიმატოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.931-932 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

