The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ისარლიშვილი

იაკობ ისარლიშვილი
ოფიციალური სახელი:იაკობ ისარლოვი
დაბადების თარიღი:1842
გარდაცვ. თარიღი:1917  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში.

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი; პუბლიცისტ რაფიელ ისარლიშვილის და გენერალ-მაიორ ილარიონ ისარლიშვილის ძმა. ახლოს იყო ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მიმდევარ ხალხოსნურ წრეებთან. სხვა ქართველებთან (ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, აბელ ჩოლოყაშვილი და სხვ.) ერთად მონაწილეობდა 1861 წლის სტუდენტურ არეულობებში, რის გამოც 1861 ოქტომბრიდან დეკემბრამდე დაპატიმრებული იყო კრონშტადტის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა პეტერბურგში. შემდეგ სამუდამოდ დასახლდა თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და სათავადაზნაურო სკოლის მუშაობაში. ეწეოდა კომერციულ საქმიანობასაც. 1890-იან წლებში ორჯერ წარუმატებლად იყარა კენჭი თბილისის საკრებულოში.

წყარო: საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge; ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე / აღწერილი და დაბეჭდილი ზაქარია ჭიჭინაძისაგან. - ტფ.,1905. -გვ. 42; От предшественников декабристов до конца "Народной воли" : Т.1, Ч. 2 : Шестидесятые годыю - 1928. 496 с.: elib.shpl.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, წევრი (1905-1911)

გააზიარე: